ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა ოჯახისთვის დაცვა დაიქირავა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოსბორნების ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა, მუქარის მესიჯებს იღებს. მიზეზი ოსბორნის ცოლის, შერონის ინტერვიუ გახდა, რომელიც მან ტელეწამყვან შეილ ანდერვუდს რაისზმის თემაზე მისცა. შერონმა ჟურნალისტ პირს მორგანს დაუჭირა მხარი, რომელიც პრინც ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს მწვავედ აკრიტიკებს. შერონ ოსბორნის ინტერვიუს სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ლიკვიდაციით არამხოლოდ ოზისა და შერონს, არამედ მათ მშობლებს, შვილებსა და შინაურ ცხოველებსაც კი ემუქრებიან. სკანდალური ინტერვიუ მეგან მარკლმა პოპულარულ ტელეწამყვანს, ოპრა უინფრის მისცა. მან ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რასიზმსა და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.