თამარ ტალიაშვილი: მოლაპარაკების კარი კვლავ ღიაა

თამარ ტალიაშვილი: მოლაპარაკების კარი კვლავ ღიაა

მოლაპარაკების კარი კვლავ ღიაა. ხედავთ, რომ გარკვეულმა პარტიებმა გამოთქვეს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო სხვა ფორმატში აწარმოონ მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“, - ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილი განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია რეალური საქმის კეთება და არა - დესტრუქცია.

„მოლაპარაკების კარი კვლავ ღიაა. ხედავთ, რომ გარკვეულმა პარტიებმა გამოთქვეს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ფორმატში აწარმოონ მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“, ასე რომ ყველამ, ვისაც სურს, ევროატლანტიკურ გზაზე წარმატებით ვიაროთ, მით უფრო, მსოფლიოში რეგიონული კრიზისის გათვალისწინებით, აუცილებელია რეალური საქმის კეთება და არა - დესტრუქცია“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

დღეს ოპოზიცია კვლავ შეიკრიბა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ კვლავ აქციები დააანონსეს.