რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდა 5 250 ბენეფიციარი.

20 მარტის მონაცემებით, „ასტრაზენეკას” წარმოებული ვაქცინით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 674 ადამიანი აიცრა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 277 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 784, გარდაიცვალა 3 691 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.