გიგი უგულავა: იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა!

გიგი უგულავა: იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა!

ჩვენ გვინდა ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ეს არჩევნები შეთანხმებით არ დაინიშნება, დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა. იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც უგულავა განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს უარი ღიად უთხრა.

„ხშირად გაიგონებთ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სასოწარკვეთილ გამოძახილს, რომ ეს კაცი ასე არ წავა. ევროპის მედიაციით მოლაპარაკებები ჩავარდა და სამწუხაროდ, ეს განცდა, რომ ივანიშვილი ასე ჩვეულებრივად არ წავა, კიდევ უფრო გამძაფრდა ჩვენს თანამოქალაქეებში. მაშინ როგორ უნდა წავიდეს ივანიშვილი? თუ ჩვენ არ გავმოძრავდებით, თითოეული ჩვენგანი, თუ მთელი საქართველოს შეგნებული მოქალაქეები ერთად არ დავირაზმებით, ერთი იდეის ქვეშ, რაც ნიშნავს - "მოძრაობა საქართველოსთვის". პრაქტიკულად, ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს, უარი უთხრა დასავლეთს და ასეთ პირობებში საქართველოს სხვა გზა არ დარჩება და რომც არ უნდოდეს ვიღაცებს „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების მანძილზე გამოვდივართ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია - ეს ადამიანი წავა, წავა მშვიდობიანი არჩევნებით, წავა აუცილებლად და ჩვენ გვინდა ეს არჩევნები დაინიშნოს. ჩვენ გვინდა ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს, იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებში, იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა, ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ უდიდესი სტრატეგიული მოთმინებით, ჩვენ უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ ის, თუ რა ხდება აქ, რუსთაველზე, რატომ დგას კარვები, იმიტომ რომ დღეს როდესაც პანდემია მძინვარებს, როდესაც ხელისუფლებამ ბოლომდე ჩააფლავა ვაქცინაცია და უამრავი ადამიანი გაწირა, ბედის ანაბარა დატოვა, ადამიანებს აინტერესებთ, რას აკეთებს ქართული ოპოზიცია“, - განაცხადა უგულავამ.

mamago და სრული ნაცძირლობა, მავნებლობა, იდიოტიზმი!
4 წლის უკან