მამუკა მდინარაძე: „ერთადერთი, რაც ნაცმოძრაობამ“ შეძლო დათმობისკენ გადადგმულ ნაბიჯად და კომპრომისად გაესაღებინა, იყო ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ“

მამუკა მდინარაძე: „ერთადერთი, რაც ნაცმოძრაობამ“ შეძლო დათმობისკენ გადადგმულ ნაბიჯად და კომპრომისად გაესაღებინა, იყო ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ“

„ერთადერთი, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო დათმობისკენ გადადგმულ ნაბიჯად და კომპრომისად გაესაღებინა, იყო ის, რომ ისინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ“ - განაცხადა „ღამის კურიერში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სხვა დათმობა ოპოზიციის მხრიდან არ ყოფილა და არც ერთი ნაბიჯი გადმოდგმულა.

„მსგავსი კონტურებიც არ გამოჩენილა. ბოლო წუთამდე ვიმედოვნებდით. როდესაც ასეთი მაღალი რანგი ერთვება და ის არა მხოლოდ ფასილიტაციას, თავის თავზე იღებს მედიაციასაც, შენ ფიქრობ, რომ შენი ამდენი კომპრომისული წინადადების და ამ დისკუსიების ფონზე ერთი შემხვედრი კომპრომისული ნაბიჯი მაინც გადმოიდგმება. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან არა ერთი და ორი, სამი და მეტი მსხვილი კომპრომისული წინადადება იყო, იყო ასევე საკითხები, რაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე სამსჯელოდ, განსახილველად და შესათანხმებლად, იყო პრინციპული საკითხები, სადაც სამართლის და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების წინააღმდეგ არ წავედით, მაგრამ ამაზე გაცილებით მეტი იყო ის კომპრომისული წინადადებები თავისი დეტალური ჩაშლით, რომელთან დაკავშირებთაც წარმოუდგენელი იყო უარის მიღება. მათი მხრიდან არც ერთი სხვა კომპრომისული ნაბიჯი არ გადმოდგმულა,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.