ირაკლი ქადაგიშვილი: აქციებს აანონსებენ, მაგრამ ხალხი ამ აქციებზე არ მოდის იმიტომ, რომ მოსახლეობისა და ამომრჩევლის დაკვეთა არის სულ სხვა

ირაკლი ქადაგიშვილი: აქციებს აანონსებენ, მაგრამ ხალხი ამ აქციებზე არ მოდის იმიტომ, რომ მოსახლეობისა და ამომრჩევლის დაკვეთა არის სულ სხვა

დასავლეთი დააკვირდება საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარებას. ჩვენი სვლა ნატოს მიმართულებით, ევროკავშირის მიმართულებით არ შეჩერდება. ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ევროპა დააკვირდება პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ოპონენტები სხვადასხვა აქციას აანონსებენ, მაგრამ ხალხი ამ აქციაზე არ მოდის იმიტომ, რომ მოსახლეობისა და ამომრჩევლის დაკვეთა არის სულ სხვა, ამ პოლიტიკური პარტიების კი - სულ სხვა. ვერ ხდება კოლერაცია, ამიტომაც არ გამოდიან ადამიანები გარეთ. ხალხს აინტერესებდა, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული და პარლამენტში ყოფილიყო დებატები, ფიქრი და ბრძოლა იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის. მნიშვნელოვანია პრობლემები, რომლებიც ჩვენ და მსოფლიოს შეგვექმნა პანდემიის გამო და აისახა ხალხზეც. ეს იყო ამომრჩევლის ნება. მათი ზრახვა არ ის, რომ არ აინტერესებთ კრიზისი, არ აინტერესებთ შესაძლებლობა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ეხსნება. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, როგორ შეარყიონ ყველაფერი, რომ რამენაირად ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში. ის, რაც ბოლოს მინაშვილმა განაცხადა, ჩვენი ერთადერთი კომპრომისია, მოვედით, დავსხდეთ აქ და თქვენ კაპიტულაციას ხელი მოაწეროთო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.