ბასილაშვილების ოჯახური სკანდალი თავდაყირა დგება. დღეს გამართულ სასამართლოზე ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.
ჩოგბურთელის ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, პროცესზე მოწმემ იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც წარდგენილ ბრალდებს სცდება,
"დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი. მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე ძალადობის განხორციელების შემსწრე და აღნიშნული სახის ინფორმაცია არ სმენია არც ნელი დოროყაშვილისგან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრისაგან. ისაუბრა ზოგადად იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ცდება წარდგენილ ბრალდებას და ბრალად არ აქვს წაყენებული ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბრალდების მხარის სურვილი იყო, რომ აღნიშნული მოწმე დაკითხულიყო მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ საუბრობს და ცალსახად განმარტავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ნელი დოროყაშვილზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა“, - განაცხადა თეონა გვაზავამ.