ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩაანაცვლებენ დესტრუქციაზე აწყობილ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩაანაცვლებენ დესტრუქციაზე აწყობილ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს

დასავლეთი დააკვირდება საქართველოში პოლიტიკური ვითარების განვითარებას. ჩვენი სვლა ნატოს მიმართულებით, ევროკავშირის მიმართულებით არ შეჩერდება. ეს გარდაუალია პროცესია, მაგრამ ევროპა დააკვირდება პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების დროს ეს პოლიტიკური პარტიები თავის ფასს კიდევ ერთხელ გადაიხდიან. ვაკუუმი ასე არ დარჩება. საქართველოში გამოჩნდებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩაანაცვლებენ „არა“-ზე და დესტრუქციაზე აწყობილ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომელიც დღეს საქართველოში გვყავს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.