პოპულარული იაპონელი ბაიკერი ქალი 50 წლის კაცი აღმოჩნდა

პოპულარული იაპონელი ბაიკერი ქალი 50 წლის კაცი აღმოჩნდა

იაპონელი ბაიკერი ქალი, რომელმაც პოპულარობა სოციალურ ქსელებში მოტოციკლ Yamaha-სთან გადაღებული ფოტოებით გაითქვა, 50 წლის კაცი აღმოჩნდა. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის თავს ქალად აპლიკაცია FaceApp-ის ფილტრების დახმარებით ასაღებდა. გამომწერებმა ბაიკერის ნამდვილი სახე ერთ-ერთ ფოტოზე, ანარეკლში შეამჩნიეს, რის შემდეგაც ისტორიას ყურადღება უკვე ჟურნალისტებმა მიაქციეს და ბლოგერის ვინაობა გაარკვიეს.

50 წლის ცზუნგუმ ყველაფერი აღიარა და განმარტა, რომ „ლამაზი ქალის“ იერი შეარჩია, რადგან ეგონა, რომ ხანდაზმული კაცის ფოტოების ნახვა საინტერესო არავისთვის იქნებოდა.