მიხეილ სარჯველაძე: მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობდა ძალა, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა განწყობა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო

მიხეილ სარჯველაძე: მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობდა ძალა, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა განწყობა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო


მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე

ფოტო: Facebook

წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
„მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობდა ძალა, ოპოზიციის რიგებში, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა განწყობა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციული იყო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, იმისათვის, რომ მოლაპარაკება შედგეს, ნიკა მელიას პატიმრობა არ შეიძლება, წინაღობად არსებობდეს.

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.