„რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება - მაინც არ აიღონ მანდატით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, გვიტოვებს ერთ ლოგიკურ ახსნას. ურჩევნიათ მარტივი გზით სიარული - მარტივია გარედან დესტრუქცია და კრიტიკა“ - წერს სოციალურ ქსელში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი.
„საპარლამენტო პლატფორმაზე კვლავ უარი თქვა რადიკალურმა ოპოზიციამ.
მედიატორმა შეგვახსენა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები, რეგიონალური უსაფრთხოება, კოვიდ კრიზისის სოციო-ეკონომიკური შედეგები. ვთანხმდებით, ეს ურთულესი თემებია, მძიმე საკითხები და ასეთ სტრესულ ვითარებაში ქვეყნის მართვაში მონაწილეობა რთულია.
ბატონმა დანიელსონმა ლიდერების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. შეახსენა მხარეებს, რომ სწორედ კრიზისების დროს ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.
რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება - მაინც არ აიღონ მანდატით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, გვიტოვებს ერთ ლოგიკურ ახსნას. ურჩევნიათ მარტივი გზით სიარული - მარტივია გარედან დესტრუქცია და კრიტიკა.
პოლიტიკური მოთამაშეებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი უკვე მერამდენე თვეა ადასტურებს, რომ პოლიტიკური უთანხმოება ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, ამისათვის არსებობს პარლამენტი. ეს არის ევროპული ხედვა, ტრადიცია და გენერალური რეკომენდაციაც, ამ შემთხვევაში.
მწვავე ️გლობალური და რეგიონალური პრობლემების ფონზე არავის აქვს უფლება ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური გამწვავებებით არიოს საქვეყნო დღისწესრიგი.
გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის მიღწევებს და მომავალს:!