აკაკი მინაშვილი: „ქართული ოცნება“ არ დათანხმდა ახალ არჩევნებს და პროტესტი ქუჩაში არის ამისთვის ერთ-ერთი ბერკეტი

აკაკი მინაშვილი: „ქართული ოცნება“ არ დათანხმდა ახალ არჩევნებს და პროტესტი ქუჩაში არის ამისთვის ერთ-ერთი ბერკეტი

არცერთ ორ მთავარ საკითხზე, როგორიც არის პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები, მცირე ნაბიჯიც არ იყო გადმოდგმული „ქართული ოცნებიდან“ რომ მომხდარიყო შეთანხმება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან ცუდია პირველ რიგში ქვეყნისთვის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კარიერისთვის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არ ფიქრობს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

კითხვაზე, რას აპირებს ოპოზიცია, აკაკი მინაშვილი პასუხობს. „პროტესტი ქუჩაში, „ქართული ოცნება“ არ დათანხმდა ახალ არჩევნებს და პროტესტი ქუჩაში არის ამისთვის ერთ-ერთი ბერკეტი. ისევ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, გუშინ ჩვენი პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ ამ ადამიანებთან მოლაპარაკება არის ურთულესი“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

Ninja და რატომ უნდა დათანხმებულიყო, რადგან თქვენ ასე გინდათ? ხალხს არაფერს გვეკითხებით?
4 წლის უკან
Katana . რა ბერკეტიც იქნება, დაინახავთ! - იღავღავებთ ასე 2014-მდე...
4 წლის უკან
amo ხალხს ვერ გამოიყვანთ. არ სჯერა თქვენი. ხელისუფლებაზე კი ძალადობთ, მაგრამ ხალხზე ვერ იძალადებთ, იმიტომ კი არა, რომ ჭკუა დაგიშლით, უბრალოდ ბერკეტები არა გაქვთ. ეს ოპოზიცია უვე გუშინელი დღეა. ამას მალე დაინახავთ.
4 წლის უკან
Katana მექ.შეცდომის გასწ.: "...იღავღავებთ ასე 2024-მდე..."
4 წლის უკან