ეს დედა მალე გამეშვას თავის შვილებთან გამოჯანმრთელებული…. ღმერთო, ეს შეგვაძლებინე…. ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ! - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ 27 წლის ექთანთან დაკავშირებით კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ღმერთო, ეს შეგვაძლებინე…. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში…..დედა ის არსებაა, რომლის გარეშე პირადად მე ცხოვრება ამ ასაკშიც ვერ წარმომიდგენია…. დედაა პირველ რიგში ჩვენი პაციენტი…. დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ, დედა გადაგვირჩესო…. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში, გული გამიჩერდა….. დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობოა….. მშვიდობა დაგვბულებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას თავის შვილებთან გამოჯანმრთელებული…. ღმერთო, ეს შეგვაძლებინე…. ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ!“, - წერს ლევან რატიანი.
ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.