გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის პოზიციაა, რომ არ არსებობს დემოკრატია პარლამენტს მიღმა

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის პოზიციაა, რომ არ არსებობს დემოკრატია პარლამენტს მიღმა

ევროკავშირის პოზიციაა, რომ არ არსებობს დემოკრატია პარლამენტს მიღმა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მან მოლაპარაკებები შეაჯამა.

„ნაშთი რაც გვაქვს, ეს არის აკო მინაშვილის, იგივე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ულტიმატუმი არის მთავარი თემა და კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ ამ ულტიმატუმით და სხვა არაფრით.

ეს განცხადება ადრეც გააკეთეს, მაგრამ ასე მკაფიოდ - არა. მეორე მშრალი ნაშთი არის ევროკავშირის პოზიცია მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ არსებობს დემოკრატია პარლამენტს მიღმა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.