ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკებების მაგიდაზე არაფერი იდო - ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ „არაფრის“ გაუარესებული ვერსია

ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკებების მაგიდაზე არაფერი იდო - ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ „არაფრის“ გაუარესებული ვერსია

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოპალარაკებების შესახებ წერს.

„ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე, თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე, ისევე, როგორც ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება, თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა, გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა, არის, მინიმუმ, უსინდისობა. სინამდვილეში, რა არის არ დავწერ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე „არაფერი არ იდო“.

„1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე;

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი;

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი;

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი.

რეალურად, არააფერი იდო. მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ „არაფრის" გაუარესებული ვერსია. გაუარესება ხდებოდა „ოცნების“ მოთხოვნების ვერდაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის). ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ „ოცნების“ მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური. ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმესაათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

amo აბა წინ მივდივართო
4 წლის უკან