სანდრო რაქვიაშვილი მოლაპარაკებებზე: ამ ყველაფრის მეც არაფერი მესმის

სანდრო რაქვიაშვილი მოლაპარაკებებზე: ამ ყველაფრის მეც არაფერი მესმის

„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

„ყოველთვის მეგონა, რომ პოლიტიკოსობა - საჯარო პროფესიაა და ახლა მიმტკიცებენ, რომ თურმე საჯარო ლაპარაკი, საშიშია. მეც არაფერი მესმის ამ ყველაფრის“, - დაწერა რაქვიაშვილმა Facebook-ზე.

„გირჩის“ კიდევ ერთმა წევრმა, რომელიც გუშინ, თავადაც ესწრებოდა შეხვედრას, აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს მოლაპარაკების საკითხები საიდუმლოდ. „არ მესმის საერთოდ, რა ხდება, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიდან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.

amo ჰოდაა არაა პოლიტიკა თქვენი საქმე და წადით, თავი დაგვანებეთ.
4 წლის უკან