ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება: ვიდრე არჩევნებს არ მოვიგებთ, შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია - უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნის

ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება: ვიდრე არჩევნებს არ მოვიგებთ, შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია - უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნის

ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს იმ მნიშნველოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, „რასაც თვითონ არასდროს არ დათმობდნენ“.

"პანდემიის პერიოდში ორმა მილიონა მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და მათ აირჩიეს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად მათ აირჩიეს, რომ ყველა ამ პარტიას გვემუშავა პარლამენტში. მოქალაქეების არჩევანს პატივი სცა „ქართულმა ოცნებამ“ და ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, ვინ უგულებელყო ჩვენი მოქალაქეების არჩევანი ესეც ცხადია. ამ პრინციპით - „თუ არ მოვიგებთ, არ ვაღიარებთ“ ვერც საარჩევნო რეფორმას ვერ გავაგრძელებთ და ვერ შევთანხმდებით, რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევნები. ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს მნიშნველოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, რასაც თვითონ არასოდეს არ დათმობდნენ. ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნის. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები. არ ჩანს ის სამართლიანი პირობა, რომ თუ მომდევნო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ამ ადამიანებს არ ექნებათ იგივე დამოკიდებულება, რაც აქვთ ახლა. 8 მარტის შეთანხმებაზე სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ დაემორჩილებოდნენ ხალხის არჩევანს, თუ გაკეთდებოდა კონკრეტული რეფორმები. ჩვენ ეს რეფორმები გავაკეთეთ, მათ არ შეასრულეს პირობა და არ მოვიდნენ პარლამენტში, როდესაც მათთვის მნიშნველოვანი რეფორმები განიხილებოდა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.