ლევან იოსელიანი: მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი, რომელსაც ვერც მისი პარტია და სამწუხაროდ, ვერც დანარჩენი ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის

ლევან იოსელიანი: მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი, რომელსაც ვერც მისი პარტია და სამწუხაროდ, ვერც დანარჩენი ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად აწყობს, რომ არ დაიწიოს ხუთპროცენტიანმა საარჩევნო ბარიერმა, რადგან 2024 წლის არჩევნებისთვის ის რჩება უალტერნატივო ძალად, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი, რომელსაც ვერც მისი პარტია და ვერც დანარჩენი ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად აწყობს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგეს და ვერ მოხდეს ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევა, რადგან ამ შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება უალტერნატივო ძალად. სხვა ოპოზიციური პარტიების მიკვირს, ვინც ამას არ თუ ვერ იაზრებენ და უფრო თამამ ნაბიჯებს არ დგამენ პარლამენტში შემოსასვლელად. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, აქ არის მისი პარტია, რომელსაც ლიდერები ჰყავს და შეუძლიათ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა სააკაშვილი არის ფაქტორი, რომელსაც ვერც მისი პარტია და სამწუხაროდ, ვერც დანარჩენი ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, „ამორალური და იდიოტია“. მისივე თქმით, მას საერთოდ არ აინტერესებს

trampi მისას მაგ ე.წ. ოპოზიციის ბავშობის დროინდელი ზაპისებიც კი აქვს ............ სად წაუვლენ??
ასე რომ ტყუილია ეს მოლაპარაკებები
აგერ თქვენ და აგერ კიდევ გერმანია
4 წლის უკან