ბიძინა კულუმბეგოვი: ანაფილაქსიური რეაქცია სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, ამისგან არავინ არის დაზღვეული

ბიძინა კულუმბეგოვი: ანაფილაქსიური რეაქცია სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, ამისგან არავინ არის დაზღვეული

საქართველოში ანაფილაქსიის რამდენიმე ათეული რეაქციაა, იგივე ლიდოკაინსა და ნოვოკაინზე, სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, ამ წამლების გამოყენებაზე მედიცინა უარს ვერ იტყვის, მთავარია, პაციენტი იმართოს და შესაძლო რეაქციის შემთხვევაში, აღმოუჩინონ სწორი დახმარება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეროვნულ გეგმასთან ერთად, ყოფილიყო „კოვოდ-19“-ის ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი.

„ექიმების ძირითადი გუნდი და ყველა ის ბრიგადა, რომელიც აცრაში მონაწილეობს, არის ინფორმირებული და შესაბამისად ყველა ინფორმაცია მათთვის გადაცემულია, შესაბამისი ტრეინინგები ჩატარებულია. ამ ეტაპისთვის, რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების კომიტეტმა იმუშაოს მშვიდ გარემოში და ჩვენ შევძლოთ მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა უფრო ღრმად, დოკუმენტაციისა და სამედიცინო ანამნეზის შესწავლით, დამხმარე ლაბორატორიული მეთოდებით, რომელიც, ასე ვთქვათ, გვეხმარება ანაფილაქსიური რეაქციის უფრო ზუსტად შეფასებაში, ამ დასკვნების გამოტანის საფუძველზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.