პაატა იმნაძემ ის გვერდითი მოვლენები დაასახელა, რომლებიც კოვიდზე აცრის შემდეგ განუვითარდა

პაატა იმნაძემ ის გვერდითი მოვლენები დაასახელა, რომლებიც კოვიდზე აცრის შემდეგ განუვითარდა

„რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს, მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით მქონდა მკლავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს - სახსრის ტკივილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სააკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვაქცინაციის უკუჩვენებებთან დაკავშირებით განაცხადა.

იმნაძის ინფორმაციით, აცრილთა შორის დაფიქსირდა ალერგიული რეაქციის ერთი შემთხვევა, ექიმთა ნაწილს, კი ვაქცინაციის შემდეგ 39 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა, „აბსოლუტურად ნორმალურია“.

„ნუ ვიჩქარებთ! ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება, მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი თქვენი თანდასწრებით მოხდება, ასე რომ, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება.

რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს. მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით მქონდა მკლავის ტკივილი, დღესაც მაქვს შენარჩუნებული, მქონდა დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს მქონდა სახსრის ტკივილი, რაც წერია, ყველას რომ აძლევენ მითითებებში. ჩემი რამდენიმე კოლეგა ვიცი, ვისაც ჰქონდა 39 გრადუსი ტემპერატურა აცრის შემდეგ, ესეც ნორმალურია და პარაცეტამოლი არის საჭირო ამ შემთხვევაში.

ალერგიული რეაქციაც გვქონდა უკვე ერთი, საკმაოდ ისეთი ალერგიული რეაქცია იყო. ისეთი რამე არ არსებობს დედამიწაზე, არ არსებობს ვაქცინა, წამალი, რომელსაც რაღაც გვერდითი მოვლენა არ ექნება. აქ ლაპარაკია რისკის, ზიანისა და სარგებლის შეფასებაზე. ყველაფერი შეიძლება იყოს, ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, ზოგი ხშირია, ზოგი უკიდურესად იშვიათია, მაგრამ ყველაფერი ხდება.

ფაქტი არის ერთი - თუ არ ავიცრებით, ეს არის გაცილებით უარესი, ვიდრე თუ ავიცრებით და რისკების შეფასება არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს ექიმებმა უკეთესად უნდა იცოდნენ, ვიდრე სხვებმა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.