ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენზე:  რა უნდა ვუპასუხო? მე მას ვეტყოდი: ჯანმრთელობას გისურვებთ!

ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენზე:  რა უნდა ვუპასუხო? მე მას ვეტყოდი: ჯანმრთელობას გისურვებთ!

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდნეის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებას, რა უნდა ვუპასუხო მას? მე მას ვეტყოდი: ჯანმრთელობას გისურვებთ! მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ირონიისა და ხუმრობის გარეშე!“ - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ბავშვობაში, როდესაც ბავშვები ეზოში კამათობდნენ, ერთმანეთს შემდეგი ფრაზით მიმართავდნენ : „ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის!“

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ.“ აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.