არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა პოზიციების დაახლოებაში დაგვეხმარება

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა პოზიციების დაახლოებაში დაგვეხმარება

ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარება პოზიციები დავაახლოვოთ, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ ოპონენტებისგან კომპრომისს ელოდება.

„ჩვენ სამართლიანი, პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს. ველით ოპოზიციის მხრიდან კომპრომისს, რომელიც მთელი საზოგადოების და პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესში შედის“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში განახლდება.