ზურაბ ჯაფარიძე: გუშინაც არ იყო მარტივი დღე, მაგრამ დღეს უფრო პრინციპული საკითხები გვაქვს გასავლელი

ზურაბ ჯაფარიძე: გუშინაც არ იყო მარტივი დღე, მაგრამ დღეს უფრო პრინციპული საკითხები გვაქვს გასავლელი

დღევანდელი დღე იქნება მნიშვნელოვანი ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ უნდა გავაგრძელოთ გუშინდელი საუბარი. გუშინაც არ იყო მარტივი დღე, მაგრამ დღეს უფრო პრინციპული საკითხები გვაქვს გასავლელი, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში განაცხადა.

„დღეს უნდა გაგრძელდეს საუბარი, რომელიც დაიწყო გუშინ. გუშინ იყო პირველი დღე, როცა გაერთიანებულ ფორმატში შედგა მოლაპარაკებები. გუშინდელი შეთანხმება გულისხმობდა, რომ დღეს გავაგრძელებთ საუბარს იმავე ფორმატში იმ 6 პუნქტზე, რომელიც დატოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში განახლდება.