ირაკლი კობახიძე:  დიდი იმედი გვაქვს, რომ დიალოგი შეთანხმებით დასრულდება, თუ იქნება სათანო მიდგომა ყველა მხრიდან, დიალოგი წარმატებული იქნება

ირაკლი კობახიძე:  დიდი იმედი გვაქვს, რომ დიალოგი შეთანხმებით დასრულდება, თუ იქნება სათანო მიდგომა ყველა მხრიდან, დიალოგი წარმატებული იქნება

ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით, შეთანხმებით. თუ იქნება სათანო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში, დიალოგი იქნება წარმატებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები და დღეს კიდევ ერთხელ შედგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მედიატორების მონაწილეობით.

„შეხვედრა გაიმართა, ალბათ, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ასეთი ერთობლივი შეხვედრა შედგება. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით, შეთანხმებით. თუ იქნება სათანო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში, დიალოგი იქნება წარმატებული. კონკრეტულ თემებთან დაკავშირებთ იყო საუბარი, რაც უკავშირდება სავარაუდო შეთანხმებას და კონკრეტული საკითხები და დეტალები განვიხილეთ. ჩვენ გვაქვს იმედი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამოკიდებულებას გამოიჩენენ მხარეები დიალოგის მიმართ.

პირობა იყო დადებული საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ არც ერთ დეტალზე, არც ერთ „წითელ ხაზზე“ არ იქნებოდა საუბარი, ჩვენ ვიცავთ ამ პირობას, თუმცა ამ პირობას არ იცავს ოპოზიცია,“- განაცხადა კობახიძემ.