"დანიელსონი მოლაპარაკებები კმაყოფილია, კობახიძე და თალაკვაძე ასევე კმაყოფილები ჩანან. რა ხდება ოპოზიციის მხარეს? ნათელაშვილი ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას, ალბათ ასეთია ,,გაქცეული პრეზიდენტის" დავალება" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე.
„კრისტიან დანიელსონი 1 კვირიანი მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგებით კმაყოფილია, ყოველ შემთხვევაში კარგად მიდის ყველაფერიო, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ასევე კმაყოფილები ჩანან. რა ხდება ოპოზიციის მხარეს? შალვა ნათელაშვილი მალევე ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას, როგორც ჩანს ასეთია ,,გაქცეული პრეზიდენტის" დავალება, თან იმ ფონზე როცა აღარც რიგგარეშე არჩევნების და მით უფრო არც ,,პოლიტპატიმრების" საკითხი არ განიხელებაო, მათ შორის არც ევროპაშიო, ეს საკითხი კი გერმანიის ელჩა ჰუბერტ ქნირშმაც დაადასტურა. სხვა ოპოზიციონერების კომენტარებით კი ირკვევა, რომ ეს 2 საკითხი საერთოდ აღარ განიხილება, ხოლო დანარჩენ 3-ზე კი აუცილებლად დადგება შედეგი, მათ შორის არის მათი პარლამენტში შესვლის საკითხიც. დღეს ვნახავთ რამდენად გამართლდება პროგნოზი“/