დავით ქართველიშვილი: კოლექტიურ ოპოზიციურ კუბოზე სახურავის მორგების საპატიო მისია საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბატონმა ჰუბერტ კნირშმა იტვირთა

დავით ქართველიშვილი: კოლექტიურ ოპოზიციურ კუბოზე სახურავის მორგების საპატიო მისია საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბატონმა ჰუბერტ კნირშმა იტვირთა

"კოლექტიურ ოპოზიციურ კუბოზე სახურავის მორგების საპატიო მისია საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბატონმა ჰუბერტ კნირშმა იტვირთა - ერთ ხელში ჩაქუჩით, მან ბრძანა, რომ "ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვინმე საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდეს", - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

„გუშინდელი ცივი შხაპის შემდეგ, რაც ჯეიმს აპატურაის ცალსახად ერთაზროვანი მოწოდება იყო - სასწრაფოდ შევიდნენ პარლამენტში, ასევე გუშინდელი სააკაშვილის მორიგი ფსიქიატრიულ/ნარკოლოგიური აშლილობის შემდგომ - როდესაც მან ჩვენს დასავლურ პარტნიორებს ამორალური იდიოტები უწოდა, დღეს უკვე მთავარმა მედიატორმა, კრისტიან დენიელსონმა "შარკოს შხაპიც" მიამატა, როდესაც ბრძანა -

"კარგად მიდის ყველაფერიო".

ევროპელი დიპლომატის ეს შეფასება ფაქტიურად დაადასტურეს მოლაპარაკებებში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. განსხვავებით ოპოზიციონერებისაგან და მათი შეფასებებისაგან: "ძალიან მძიმე დღე იყოო" - როდესაც ჩვეული შეშლილი ჰაბიტუსებით და ახალ "წითელ ხაზებზე" განრისხებულებმა ილაპარაკეს.

აქედან, დავით ბაქრაძის სახით - ზოგი "უკანონოდ" შემოპარული იყო მედიაციის პროცესში, ზოგმა - ნათელაშვილის სახით, საერთოდ დატოვა მედიაციის სივრცე. ევროპის მცდელობა, ძალით მაინც შემოეთრიათ ისინი პროდასავლურ ორბიტაზე, როგორც ვვარაუდობდით - წარუმატებელი აღმოჩნდა. "მამალი ვირი და მაკეე?"

ხოლო ამ კოლექტიურ ოპოზიციურ კუბოზე სახურავის მორგების საპატიო მისია საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბატონმა ჰუბერტ კნირშმა იტვირთა - ერთ ხელში ჩაქუჩით, მან ბრძანა, რომ "ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვინმე საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდეს", ხოლო ლურსმნით მეორე ხელში, ევროკავშირის კრებსითი პოზიცია გააჟღერა - "რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში".

აწი, ჭირისუფლებსა და მსურველებს, შეუძლიათ მიწა მიაყარონ მიცვალებულის სასახლეს - ოღონდ, როგორც ურწმუნოს, ჩვეულებრივი, არანაკურთხი მიწა“.