ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას გამოეხმაურა. ამ თემაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მოგეხსენებათ, რომ შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.