დავით სერგეენკო შალვა ნათელაშვილზე: თუკი პროცესის რომელიმე მონაწილე მოლაპარაკებებს ტოვებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას მაგიდის აყირავების რესურსი აქვს

დავით სერგეენკო შალვა ნათელაშვილზე: თუკი პროცესის რომელიმე მონაწილე მოლაპარაკებებს ტოვებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას მაგიდის აყირავების რესურსი აქვს

თუკი პროცესის რომელიმე მონაწილე, იქნება ეს ბატონი შალვა თუ ვინმე სხვა, მოლაპარაკებებს ტოვებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას მაგიდის აყირავების რესურსი აქვს. მაგიდა არ აყირავდება, იმიტომ რომ ფასი ძალიან დიდია, - ასე გამოეხმაურა დავით სერგეენკო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, მოლაპარაკების პროცესში მთავარი ქვეყნის ინტერესებია.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციისთვის ან პოზიციისთვის რა არის სასარგებლო. მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნისთვის რა არის სასარგებლო და ეს არის ამ მოლაპარაკების მთავარი მოტივი“, - განაცხადა სერგეენკომ.

გუშინ ევროკავშირის ოფისში შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა და კულუარული ინფორმაციაც გაახმაურა, რომლის მიხედვითაც მიშელის წარმომადგენელი ოპოზიციას პარლამენტში შესვლის რეკომენდაციას აძლევს.