ჰუბერტ ქნირში: ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვინმე საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

ჰუბერტ ქნირში: ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვინმე საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვინმე საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. პოლიტიკური პატიმრები არიან ახლა ბელარუსში, რომლებიც ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა პოლიტპატიმრებად“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო. ელჩის განმარტებით, ევროკავშირის პოზიციაა, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში.

„ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიცია არის, რომ პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და აქ საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე. ასევე, ახსენეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომელშიც ვინმე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს“, - განაცხადა ქნირშმა.