როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 18 მარტს ქუთაისში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები 12 გრადუსსა და ნალექს ვარაუდობენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +13 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა. ღამით +5 იქნება. მცირე ნალექია მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვაა მოსალოდნელი. დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია ნავარაუდები. დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში იწვიმებს. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. +3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ასევე თოვლია ნავარაუდები ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2-მდე დაიწევს.

რუსთავში მცირე ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. +14 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი. იწვიმებს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.