არჩილ თალაკვაძე: 

არჩილ თალაკვაძე:  "ქართულ ოცნებას" არაფერში სჭირდება პლაკატებისკენ სროლა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პლაკატის დაზიანების საკითხი საფუძვლიანად იქნება გამოძიებული. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩემი პასუხი ასეთი იქნებოდა, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ გასროლებს პოლიტიკური პლაკატების მიმართულებით და ასევე, გამოვთქვამ საფუძვლიან იმედს, რომ ეს ფაქტი მაქსიმალურად ეფექტურად იქნება გამოძიებული.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეფასებას, კარგად ხვდებით, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერში სჭირდება პლაკატებისკენ სროლა, ყოველშემთხვევაში არცერთ პოლიტიკურ ლიდერს. დარწმუნებული ვარ, "ქართულ ოცნებაში" არცერთი პოლიტიკური ლიდერი ამას მხარს არ დაუჭერდა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაცით, ცეცხლსასროლი იარაღიდან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით გასროლა განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.