ადვოკატი:

ადვოკატი: "ბატონ გოგის, რომელიც გულმტკივანი ადამიანია, სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი არ აქვს - პატრული რომ მოვიდა, მას ეძინა"

პო­ლი­ტი­კო­სი გოგი წუ­ლა­ია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნაც­ნობ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ წუ­ლა­ი­ამ თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, ნაც­ნობ ქალ­ზე - 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ა.დ- ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

პო­ლი­ცი­ამ ა.დ. უკვე გა­მო­კი­თხა. გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ მან მე­დი­ას­თან მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა. რო­გორც აღ­ნიშ­ნა, გოგი წუ­ლა­ი­ას­თან წლე­ბის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს.

"და­ლია, რა­ღაც ვერ მო­ზო­მა და მი­ვი­ღეთ ის შე­დე­გი, რაც მი­ვი­ღეთ. ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვარ. ვფიქ­რობ, ძა­ლა­დო­ბას და ჟი­ნის მოკ­ვლას ცდი­ლობ­და. ბა­ტონ გო­გი­საც მოხ­ვდა ჩემ­გან, ვუ­თხა­რი პო­ლი­ცი­ას გა­მო­ვი­ძა­ხებ-თქო და ამან შე­ა­კა­ვა. ამის მერე გა­მო­ვი­ქე­ცი" - აღ­ნიშ­ნა ა.დ-მ.

წუ­ლა­ი­ას ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტი ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი იცავს. AMBEBI.GE გელ­ბა­ხი­ანს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან ქალ­ბა­ტონ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას არ ადას­ტუ­რებს.