იენს სტოლტენბერგი: ევროკავშირის ეგიდით მედიაციას მხარს ვუჭერთ

იენს სტოლტენბერგი: ევროკავშირის ეგიდით მედიაციას მხარს ვუჭერთ

მივესალმები ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც ხორციელდება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და რეფორმების გაძლიერების კუთხით, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო არის ალიანსი, რომელიც ძირითად ფასეულობებს ეფუძნება: სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ა.შ. და მისი მოკავშირისთვის ეს ფასეულობები მნიშვნელოვანია.

„სხვადასხვა უწყება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სასამართლო სფეროში და სხვა მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ამ ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. ამიტომ არის დაინტერესებული ყველა ჩვენი მოკავშირე საქართველოში არსებული მდგომარეობით, მათ შორის მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებითაც. ამ სირთულეების გადაჭრა არის ჩვენი სასურველი მიზანი და გვინდა, რომ რეფორმები გაგრძელდეს ქვეყანაში, რათა დემოკრატია გაძლიერდეს.

ასევე მხარს ვუჭერთ მედიაციის ძალისხმევას ევროკავშირის ეგიდით. ბატონ პრემიერთან ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ და ველი, რომ მოკავშირეები ამ საკითხს მოგვიანებით საბჭოს სხდომაზეც წამოჭრიან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.