გიორგი ხელაშვილი: თუ ხელისუფლება ულტიმატუმის ენით წაყენებულ პირობებს შეასრულებს, ოპოზიციის არაკონსტიტუციური მოთხოვნების მძევალი გახდება

გიორგი ხელაშვილი: თუ ხელისუფლება ულტიმატუმის ენით წაყენებულ პირობებს შეასრულებს, ოპოზიციის არაკონსტიტუციური მოთხოვნების მძევალი გახდება

დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობას აქვს ძალიან შეზღუდული ინსტრუმენტები იმისათვის, რომ ოპოზიცია აიძულოს იყოს კონსტრუქციული. თუ ხელისუფლება იყენებს ძალისმიერ და არაკონსტიტუციურ მეთოდებს ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ეროზიაა, რისი დაშვებაც შეუძლებელია, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

„მეორე მხრივ, თუკი ხელისუფლება დაჰყვება ულტიმატუმებს და შეასრულებს ამ ულტიმატუმის ენით წაყენებულ პირობებს, ხელისუფლება გახდება ოპოზიციის არაკონსტიტუციური მოთხოვნების მძევალი. ასე რომ, ვითარება საკმაოდ რთულია ხელისუფლებისათვის. ჩვენ გვაქვს ორი გზა, ერთი არის ოპოზიციის დარწმუნება. მეორე - რამენაირად მოვახერხოთ, რომ გავუძლოთ, ფსიქოლოგიურად პირველ რიგში, ამ კრიზისს, ამ აურზაურს იმისათვის, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ყველამ, როგორც უკვე დასავლეთმა ძალიან კარგად დაინახა რასთან გვაქვს საქმე, ოპოზიციაც მიხვდეს, განსაკუთრებით მისი კონსტრუქციული და შედარებით გონიერი ნაწილი, რომ მსგავსი მეთოდებით პოლიტიკური მიზნების მიღწევა შეუძლებელია. ამის შემდეგ ვფიქრობ კრიზისი სწრაფად დაიძლევა“, - განაცხადა ხელაშვილმა.