გიორგი ვაშაძე: რა თქმა უნდა, ანგარიშს გავუწევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას

გიორგი ვაშაძე: რა თქმა უნდა, ანგარიშს გავუწევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას

რა თქმა უნდა, ანგარიშს გავუწევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მგონი, ყველასთვის ცნობილია ჩვენი პოზიციებიც. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უკლებლივ ყველა საკითხი უნდა იყოს დოკუმენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„მე არ ვიცი, რა მოლოდინი აქვს მედიატორს იმიტომ, რომ ჩვენ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ არ გვქონია შეხვედრა, აქედან გამომდინარე, ველოდებით საბოლოო მონაცემებს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართება.