აკაკი მინაშვილმა განმარტა, რა არის „ნაცმოძრაობისთვის“ შეთანხმების მიღწევის პირობები

აკაკი მინაშვილმა განმარტა, რა არის „ნაცმოძრაობისთვის“ შეთანხმების მიღწევის პირობები

აკაკი მინაშვილის თქმით, მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან და თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა. ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრმა კრისტიან დანიელსონთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ოპოზიციის შეხვედრამდე განაცხადა.

„თუ ეს საკითხები არ გადაწყდა, მაშინ შეთანხმება არ შედგება. მე ვლაპარაკობ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ამ შემთხვევაში“, - განაცხადა მინაშვილმა.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

amo ა კაცი, ა ახალი სახე. მე ეს პოლიტიკურად ცოცხალი თუ იყო აღარ მეგონა.
4 წლის უკან