დღეს „ქართული ოცნების“ წევრებთან მოლაპარაკებაზე ნებისმიერ შედეგს ველოდები, არ გამოვრიცხავ, რომ ეს დღე იყოს გადამწყვეტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„თავისთავად ის ფაქტი, რომ ფასილიტატორებმა გადაწყვიტეს ერთად დასხდნენ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდასთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება და ეს შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ახლა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს მნიშვნელობა აქ აქვს, მთავარია, რა მოხდება მოლაპარაკების მაგიდასთან.
დღეს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს დღეს 16:00 საათზე შეხვდება.