ბექა დავითულიანი: ვისაც დღეს ოპოზიცია პოლიტპატიმარს უწოდებს, შეუძლია 11 000 ევრო გადაიხადოს და გამოვიდეს - 11000-ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის

ბექა დავითულიანი: ვისაც დღეს ოპოზიცია პოლიტპატიმარს უწოდებს, შეუძლია 11 000 ევრო გადაიხადოს და გამოვიდეს - 11000-ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის


ბექა დავითულიანი - ვისაც დღეს ოპოზიცია პოლიტპატიმარს უწოდებს, შეუძლია 11 000 ევრო გადაიხადოს და გამოვიდეს - 11000-ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის


ვისაც დღეს ოპოზიცია პოლიტპატიმარს უწოდებს, მას შეუძლია 11 000 ევრო გადაიხადოს და გარეთ გამოვიდეს. 11 000 - ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

დავითულიანის თქმით, პოლიტპატიმრები ქვეყანაში რომ არ არიან, ეს ფაქტია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მისი თქმით, მმართველ გუნდს სამართლიანი შეთავაზებები აქვს.

„არის გარკვეული სამართლიანი შეთავაზებები ჩვენი მხრიდან მედიატორთან იმ ობიექტურ სურათზე დაყრდნობით, რა ობიექტურ სურათზეც ევროკავშირი საუბრობს. ამ სამართლიან და გონივრულ შეთავაზებებზე დაყრდნობით, სადაც ჩვენი მხრიდან კომპრომისი გათვალისწინებულია ნამდვილად ბევრი, ოპოზიციამ უნდა მოახერხოს, მოერიოს საკუთარ თავს და განვაგრძოთ საუბარი. კომპრომისი აუცილებელია, ჩვენ ძალიან ბევრი კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, ახლა ჯერი მათზეა და დიდი ხანია ასეა, ახლა ამას პრაქტიკულად ევროკავშირიც დაეთანხმა,"- განაცხადა დავითულიანმა.