პრინცმა ჰარიმ მამასთან მეგან მარკლთან ერთად ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუს გამართლება სცადა

პრინცმა ჰარიმ მამასთან მეგან მარკლთან ერთად ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუს გამართლება სცადა

რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა რომ პრინცმა ჩარლზმა შვილისგან – პრინცი ჰარისგან ჯერ კიდევ მისი და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს ეთერში გასვლამდე ემოციური შეტყობინება მიიღო, რომელიც  თითქოს ამ ინტერვიუს გამართლებას ემსახურებოდა სასექსის ჰერცოგის მხრიდან.

აღნიშნული ამბის შესახებ Vanity Fair-თან სამეფო ოჯახის რეპორტიორმა – კეტი ნიკოლმა ისაუბრა.

“ჰარი ელექტრონულ ფოსტაზე წერდა მამას, რათა განემარტა მიზეზები, რომელთა გამოც მეგან მარკლმა და მან ეს ინტერვიუ ჩაწერეს. ჩარლზი, მისი მეგობრების თქმით, საშინლად იმედგაცრუებული იყო,” – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ ინტერვიუში რამდენიმე აქამდე უცნობი დეტალი გააჟღერა, რომელთაგანაც ერთ-ერთი მამის მხრიდან მის ზარებზე იგნორია, ხოლო მეორე შვილს – არჩის ეხება, რომლის მიმართაც სამეფო ოჯახს რასისტულ დამოკიდებულებაში დაედო ბრალი.