მამუკა მდინარაძე: ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიასთვის

მამუკა მდინარაძე: ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიასთვის

ოპოზიცია უკვე იმ დღეშია, რომ სადღაც რაღაც ეწერა და სადღაც რაღაც ითქვა - იქ ეწერა თუ აქ ითქვა, ამაზეა უკვე ჩამოსული ბოკერიასსა და სააკაშვილის მესიჯბოქსი, რომელიც დილიდან გაიშლა და სამწუხაროდ, თქვენ ამ კითხვის დასმა გიწვთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ არჩევნებთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებში არჩევნები სამართლიანი იყო თუ არა, ახლა ოპოზიციის მესიჯბოქსი ამაზეა ჩამოსული.

„გაკეთებული განცხადებებით არჩევნები სამართლიანია. კონკურენტულია და თავისუფალია დასკვნებით და ეს ყველაფერი ერთობლიონაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საერთო ჯამში, ლეგიტიმურია მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიასთვის!“, - განაცხადა მდინარაძემ.