ბრიუსელიდან - ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაჟღერებული გზავნილები მოლაპარაკების მიმდინარეობას შეცვლის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელიდან გზავნილების შედეგებს მოკლე პერიოდში მივიღებთ.
„ამ ყველაფერს მაფიქრებინებს ის, რომ რთული წარმოსადგენია იმაზე მეტად კონკრეტული რეკომენდაციები, რაც გუშინ ითქვა - ის, რომ არჩევნებმა ასახა საქართველოს მოსახლეობის ნება, ის, რომ ხარვეზები, რომლებიც ახლა გამოსწორების გზაზეა, შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. რაც შეეხება მითითებას ვადამდელი არჩევნების შესახებ, ამას წევრობა ვერც გააკეთებდა, თუმცა მათი გზავნილები ნათელი და ცალსახაა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზებ ბორელმა, ოლივერ ვარჰეიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.