ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველო ევროკავშირსა და ნატოსთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველო ევროკავშირსა და ნატოსთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა

გუშინ და დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ასე ახლოს საქართველო ევროკავშირთან და ნატოსთან არასოდეს ყოფილა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„მე არ მგონია, რომ ეს რეაქციები გასაკვირი იყო, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია „პროდასავლური“ ოპოზიციისგან ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ლიდერების შეურაცხყოფა. ყველაზე მთავარია, რომ ისინი ქმნიან ქვეყანაში განცდას, რომ ბრიუსელიდან ან ამერიკიდან ვიღაც ჩამოვა და ჩვენს ნაცვლად მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებებს. ამ მოლოდინს ისინი მუდმივად აჩენენ, თუმცა მერე აღმოჩნდება, რომ ყველაფერი პირიქითაა. კარგია, რომ მათ არავინ ეკითხება, დასავლეთი ვის უნდა და ვის - არა. დასავლეთი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და არც ერთ კვლევაში ეს სურვილი 60%-ს ქვემოთ არ ყოფილა. გუშინ და დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ასე ახლოს საქართველო ევროკავშირთან და ნატოსთან არასოდეს ყოფილა. დღეს ყველამ ერთად წავიკითხეთ პრესრელიზში, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია, ისინი მიესალმებიან საქართველოს სურვილს, 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე შევიტანოთ და იმ გეგმას, რომელიც წარადგინა პრემიერმა, ევროპელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ბოჟაძემ.