36 წლის ქლოე კარდაშიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს, Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავია, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მის პირად ცხოვრებას მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. ქლოე რამდენიმე წლის განმავლობაში ტრისტან ტომპსონს ხვდებოდა. ახლახანს კი კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.
სოციალურ ქსელში ქლოეს სკანდალური ფოტოები გამოქვეყნდა. ვარსკვლავი პოპულარული გამოცემისთვის, Gritty Pretty magazine-ისთვის პოზირებს, სადაც ნათლად ჩანს ბრილიანტის ბეჭედი. ამას გარდა ქლოემ ინსტაგრამზე ბეჭდის ამსახველი რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს გამოქვეყნებისთანავე ფანებს გაუჩნდათ კითხვა დაინიშნენ თუარა ქლოე და ტრისტანი. ერთ-ერთ კომენტარს თავად რელითი შოუს ვარსკვლავმა უპასუხა და განაცხადა, რომ ის დანიშნულია.
შეგახსენებთ იმ სკანდალს, რომელმაც 2018 წელს მილიონობით ადამიანი შეაშფოთა. ჯერკიდევ 2018 წლის აპრილში, როდესაც ქლოე ტრისტან ტომპსონს ხვდებოდა და მის პირველ შვილზე იყო ფეხმძიმედ, სკანდალური ამბავი გარცელდა. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ტრისტანი ქლოეს კაილი ჯენერის საუკეთესო მეგობართან, ჯორდინ ვუდსთან ღალატობდა. ქლოეს გულწრფელ რეაქციას მილიონობით ადამიანი, რეალითი შოუს მეშვეობით ადევნებდა თვალს.
აღნიშნული სკანდალის შემდეგ ფანები იმედოვნებდნენ, რომ ქლოე ტრისტანთან ურთიერთობას არ აღადგენდა, თუმცა მათი საერთო შვილის, თრუ ტომპსონის დაბადების შემდეგ ქლოე ტრისტანთან ერთად კვლავ გამოჩნდა. აღნიშნულ საკითხს თავად ქლოეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის შვილისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებდა.
კორონავირუსის პანდენმიით გამოწვეული კარანტინის დროს ქლოე და ტრისტანი შვილთან ერთად ქლოეს სახლში, კალიფორნიაში ცხოვრობდნენ და ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდნენ, სწორედ ამიტომ იეჭვეს ფანებმა, რომ ქლოემ ტრისტანს აპატია და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყო.