8 ცნობილი ადამიანი, რომელმაც საკუთარი ოცნების ახდენა იწინასწარმეტყველა

8 ცნობილი ადამიანი, რომელმაც საკუთარი ოცნების ახდენა იწინასწარმეტყველა

სხვებისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილი და მიზნებისთვის ბრძოლა, ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად, არც ვარსკვლავებისთვისაა უცხო. ცნობილი ადამიანები საკუთარ მიზნებზე ხშირად ხმამაღლა საუბრობენ, შესაბამისად, ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც მათ ეს ოცნებები რეალობად აქციეს:

მომღერალმა ტეილორ სვიფტმა 2006 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმედი ჰქონდა, მისი მეორე ალბომიც პირველის მსგავსად წარმატებული იქნებოდა. დღეს ის თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი და პირველი ქალი ხელოვანია, რომელმაც გრემის დაჯილდოებაზე წლის ალბომის ნომინაციაში სამჯერ გაიმარჯვა.

2012 წელს ზენდეიამ ტვიტერზე დაწერა, რომ Seventeen Magazine-ის გარეკანზე მოხვედრა უნდოდა. მსახიობს ოცნება 2016 წელს აუსრულდა.

2010 წელს მომღერალმა დემი ლოვატომ ტვიტერზე დაწერა, რომ ერთ დღესაც სუპერ ბოულზე ჰიმნს შეასრულებდა. მომღერალმა ოცნება 10 წლის შემდეგ აიხდინა.

მსახიობმა ბრი ლარსონმა The Room-ში შესრულებული როლის შესახებ გულშემატკივარს უპასუხა, რომ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დროს, ჩვეულებრივ, სახლში პიჟამებში გამოწყობილი იჯდა, თუმცა მსახიობმა 2016 წელს აღნიშნული როლისთვის ოსკარი მოიპოვა.

მსახიობმა ლილი რეინჰარტმა 2017 წელს ტვიტერზე იხუმრა, რომ მეტ გალას მხოლოდ სიზმრებში ესწრებოდა. რეინჰარტი 2018 და 2019 წელს მეტ გალას სტუმრების სიაში აღმოჩნდა.

მომღერალმა შონ მენდესმა 2013 წელს გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ ელენის შოუში მოხვედრაზე ოცნებობდა. დღეს შონ მენდესი გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმარია.

Disney Channel-ის შესარჩევ კონკურსზე სელენა გომეზმა აღნიშნა, რომ მეგობრებთან ერთად მიკი მაუსის ცნობილ ლოგოს "ჯადოსნური ჯოხით" ხშირად ხაზავდა. მალე სელენა გომეზი დისნეის ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა.

2011 წელს ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ რეპერი Tyler, The Creator გრემის ვერასდროს მოიპოვებდა. 9 წლის შემდეგ მუსიკოსმა ოცნება რეალობად აქცია და არც აღნიშნული ტვიტის გამოქვეყნება დავიწყებია.