ვახტანგ მეგრელიშვილი: „გირჩის“ გარდა სხვა პარტიებმაც უნდა დაინახონ, რომ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ევროპაზე უარის თქმას ნიშნავს

ვახტანგ მეგრელიშვილი: „გირჩის“ გარდა სხვა პარტიებმაც უნდა დაინახონ, რომ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ევროპაზე უარის თქმას ნიშნავს

მედიაციის პროცესთან ცვალებადი მოლოდინები მაქვს. ეს არის ისეთი ბრძოლა, რაზეც სრულ ინფორმაციას არ ვფლობ. თუ პირველ დღეს ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, მეორე დღეს რაღაცები შეიცვალა და ცვლილების მიზეზი ჩემთვის უცნობია, - ეს განცხადება, „რუსთავი2“-ის ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მმართველი საბჭოს წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, „გირჩის“ გარდა სხვა პარტიებმაც უნდა დაინახონ, რომ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ევროპაზე უარის თქმას ნიშნავს.

„ეს ატმოსფერო არ მაძლევს რამის პროგნოზირების საშუალებას. ერთადერთი იმედი რომელსაც ვიტოვებ არიან ევროპელი პარტნიორები. დოკუმენტი რომელაც ვეცნობით არის დანიელსონისგან შემოთავაზებული. ბუნებრივია გვესმის, რომ ეს წინადადებები შვედეთში არ იბადება, ეს არის ხელისუფლებასთან დისკუსიის შედეგი. შეცვლილი დაგვხვდა რამდენიმე პუნქტი. მე ვფიქრობ, რომ „გირჩის“ გარდა სხვა პარტიებმაც უნდა დაინახონ, რომ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს ევროპაზე უარის თქმას, მე არ მგონია რომ ბევრმა აიღოს ამის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.

amo მერე ვინათქვა რომ საქმით ეგენი პროევროპულები არიან? ბურჯანაძის არ იყოს.
4 წლის უკან