დიეგო კოლასი: შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია

დიეგო კოლასი: შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია

„შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება Twitter-ზე პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგის პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

ფრანგი დიპლომატი მადლობას უხდის კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩებს გაწეული სამუშაოსთვის.

„წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობას და სიმამაცეს, შეუძლია ყველაზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა და დემოკრატიის გამყარება. დღევანდელი დღე იქცევა დიდ გაკვეთილად“, - წერს დიეგო კალასი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.