ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეხვედრაა და არ ნიშნავს, რომ დომინანტი თემა ეს მოლაპარაკებები იქნება, რაც ახლა მიმდინარეობს. დომინანტი თემა იქნება ევროკავშირთან ასოცირება და ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უკვე რამდენიმე წელია მოეწერა. „რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ეს არის ევროკავშირის სრულფასოვან წევრად გახდომაზე განაცხადი 2024-ში და დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი თემა ეს იქნება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.