მარკ ენტონი საკუთარ შვილებს ჯენიფერისა და ალექსს შორის არსებული პრობლემის გადალახვაში ეხმარება

მარკ ენტონი საკუთარ შვილებს ჯენიფერისა და ალექსს შორის არსებული პრობლემის გადალახვაში ეხმარება

ბოლო საათების რეპორტებით, ალექს როდრიგესი და ჯენიფერ ლოპესი კლავ დანიშნულები რჩებიან, თუმცა არ უარყოფენ, რომ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, რომელსაც ერთობლივად ამოავსებენ.

ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ემოციურად იმოქმედა მათ შვილებზეც, რაზეც ჯენის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. სთორიც მეტყველებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ ამხნევებს 13 წლის ემას მამა- მარკ ენტონი.

“როცა ისინი მოწყენილები არიან, მაგრამ დედ-მამა გვერდითაა,” -სწორედ ეს ტექსტი დაურთო ჯენიფერმა ფოტოს, რომელზეც ჩანს თუ როგორ ტირის გოგონა განვითარებული მოვლენების ფონზე, ვინაიდან ბავშვებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ალექსთანაც.

შეგახსენებთ, რომ ლოპეზი და მარკ ენტონი ერთმანეთს 2012 წლის აპრილში, შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ, თუმცა ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს და შვილებსაც ერთობლივად ზრდიან.

რაც შეეხებაა შვილებს, ჯენისა და მარკის ტყუპები -მაქსი და ემა როდრიგესის ტყუპებთანაც -ნატაშასა და ელასთანაც მეგობრობენ, რომლებიც მილიონერს ყოფილი მეუღლისგან – სინტია როდრიგესისგან ჰყავს.