„გრემის“ დაჯილდოების 63-ე ცერემონია დასრულდა. პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული სიმღერა I can’t breathe გახდა, რომელსაც გაბრიელა სარმიენტო ვილსონი (H.E.R.) ასრულებს. სიმღერა პოლიციელის მიერ მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას ეძღვნება.
„გრემის“ პრემიის მფლობელი გახდა მომღერალი ბილი აილიშიც, სიმღერისთვის Everything I Wanted. საუკეთესო ალბომად აღიარეს ტეილორ სვიფტის Folklore.
საუკეთესო დუეტის ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ლედი გაგა და არიანა გრანდე, სიმღერისთვის Rain on Me. საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს ნომინაციაში კი გამარჯვებული ბიონსე, მისი ქალიშვილი აივი და ნიგერიელი მომღერალი WizKid გახდნენ.