ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიზიტი გახანგრძლივოს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ“, - განაცხადა დანიელსონმა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი ვიზიტი საქართველოში 12-14 მარტის პერიოდში იყო დაგეგმილი.